რუკა ტელეფონში: აღების ადგილი და მიტანის ადგილი
Sellit-ის აპში რუკა სამ ადგილას არის. მენიუ → მიწოდება → აღების ადგილები: ადგილის გახსნისას ხედავ მის ნიშნულს რუკაზე, „რუკაზე მონიშვნა“ კი ხსნის რუკას, სადაც რუკას ამოძრავებ ნიშნულის ქვეშ, ეძებ ქუჩას ან აჭერ „ჩემი მდებარეობა“-ს. შეკვეთაში „მიტანის ადგილი“ აჩვენებს, სად უნდა მიიტანო: რუკაზე შეხებით გახსნი მარშრუტს Apple Maps-ში ან Google Maps-ში, ან დააკოპირებ კოორდინატებს. თუ შეკვეთას წერტილი არ აქვს (ტელეფონით, Instagram-ით ან ხელით შექმნილი შეკვეთა), დააჭირე „მიტანის ადგილის მონიშვნა“ — QuickShipper კურიერს ამ წერტილის გარეშე ვერ გამოიძახებს. როცა კურიერი უკვე გამოძახებულია, წერტილს ვეღარ შეცვლი, სანამ გამოძახებას არ გააუქმებ. ახალ შეკვეთაში მისამართის ქვეშ „რუკაზე მონიშვნა“ წერტილს თავიდანვე ინახავს. ამას AI შენ მაგივრად ვერ გააკეთებს: ზუსტი კარი მხოლოდ შენ ხედავ რუკაზე.
მაინც გჭირდება დახმარება?
ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე და ცოცხალი ადამიანი დაგეხმარება.
contact@sellit.geმზად ხარ გახსნა მაღაზია?
უფასო თვის დაწყება